SOUEAST S08 DM-ის დებიუტი: Dubai Fashion Week-ის ოფიციალური პარტნიორი
SOUEAST-ის დებიუტი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში: S08 DM "Motorsuite" Dubai Fashion Week-ის ვარსკვლავი გახდა
ბრენდმა SOUEAST, როგორც Dubai Fashion Week (DFW)-ის 2026/2027 წლების შემოდგომა/ზამთრის სეზონის ექსკლუზიურმა საავტომობილო პარტნიორმა, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში თავისი ახალი მოდელი — S08 DM წარადგინა. დუბაიში გამართულ რეგიონის მთავარ მოდურ ღონისძიებაზე, ავტომობილი ოფიციალური მასპინძლის სტატუსით სარგებლობდა და სტუმრების დიდი მოწონება დაიმსახურა თავისი გამორჩეული კომფორტის და დახვეწილი ტექნოლოგიების წყალობით.

ხარისხისა და ტექნოლოგიების ჰარმონია
S08 DM-ის სალონის ნახვის თანავე, სტუმრებს კომფორტისა და ინოვაციების სინთეზი ხვდებათ. ინტერიერი გაფორმებულია პრემიუმ კლასის რბილი ტყავით, დახვეწილი ნაკერებითა და ნატურალური ხის ჩანართებით. სალონის ცენტრალურ ნაწილში განთავსებულია 15.6-ინჩიანი „ჭკვიანი“ ეკრანი, რომელიც 10 გრადუსით ბრუნავს და აღჭურვილია მძლავრი Snapdragon 8155 ჩიპით, რაც სისტემის შეუფერხებელ მუშაობას უზრუნველყოფს. 12-დინამიკიანი გარემოცვითი ჟღერადობის სისტემასთან ერთად, ავტომობილი თითოეულ მგზავრს შთამბეჭდავ აუდიო-ვიზუალურ გამოცდილებას სთავაზობს.
მაღალი კლასის კომფორტი
ავტომობილის სავარძლები დამზადებულია ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო, ეკოლოგიური მასალებისგან, რომლებიც შეხებისას საოცრად ნაზია. მრავალფუნქციური მასაჟის, ვენტილაციისა და მეხსიერების სისტემები მგზავრობას პირველი კლასის მოგზაურობად აქცევს. S08 DM აღჭურვილია:
- მზისგან დამცავი, თბოიზოლაციური მინებით
- უკანა რიგის დამოუკიდებელი კლიმატ-კონტროლით
- 6.4-ლიტრიანი ტევადობის მაცივრით
„DFW-ზე დებიუტისთანავე, S08 DM-მა დიდი ყურადღება დაიმსახურა. ის აერთიანებს პროგრესულ დიზაინს, სივრცესა და თანამედროვე ფუნქციებს, რაც სრულიად ცვლის კომფორტული მგზავრობის აღქმას - აღნიშნა ბრენდ BLSSD-ის დიზაინერმა, ლამა რიაჩიმ.
ახალი სტანდარტი საოჯახო ავტომობილებისთვის
არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მრავალადგილიან საოჯახო ავტომობილებზე მოთხოვნა სულ უფრო იზრდება. SOUEAST S08 DM, რომელიც ეფუძნება კონცეფციას — „EASE DRIVE, ENJOY MORE“ (მართე მარტივად, ისიამოვნე მეტად), მიზნად ისახავს მომხმარებელს შესთავაზოს საიმედო და პრემიუმ გამოცდილება.
SOUEAST S08-ის უახლესი მოდელი 2026 წლის მაისის თვეში უკვე ხელმისაწვდომი იქნება საქართველოშიც და ქართველ მომხმარებელს ექნება შესაძლებლობა, TEST DRIVE-ის დახმარებით, თავად გამოსცადონ დახვეწილი ინტერიერის და თანამედროვე ტექნოლოგიების ნაზავი.





